“შევარდენი 1906” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში იუნკერებმა მე-4 ტესტ მატჩი ეროვნულ ლიგაში აღზევებულ ბოლნისის “სიონთან” გამართეს და მინიმალური ანგარიშით, 1-2 დამარცხდნენ.

 

მთელი თამაში ორმხრივი შეტევბით მიმდინარეობდა. თუმცა, პირველ ტაიმში “სიონმა” 2 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა. იუნკერებმა ანგარიშის შემცირება მხოლოდ მეორე  ტაიმის მიწირულს, 85-ე წუთზე შეძლეს და დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოხეხრდა.

10 თებერვალს “შევარდენი 1906” თბილისის “მერანს” დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

გარდა ამ ამხანაგური თამაშისა “შევარდენი” 16 თებერვლს “სამტრედიას” შეხვდება, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება, 17 თებერვალს კი “სპაერს”, რომლის დაწყების დრო 14:00 საათია.

 

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენს ოფიციალურ YouTube-ს არხზე იქნება შესაძლებელი.