მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში “შევარდენი 1906” კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ბოლნისის “სიონთან” გამართავს. შეხვედრა 31 იანვარს გაიმართება და 12:00 საათზე დაიწყება. მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
გარდა ამ მატჩისა კიდევ იგეგმება რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის ჩატარება.
კერძოდ, 29 იანვარს “შევარდენი 1906” თელავს გაეჯიბრება.