მოსამზაებელი ეტაპი დასკვნით ფაზაშია  და შესაბამისად გუნდები უკვე აქტიურად ფიქრობენ სეზონზე. სეზონის დაწყებამდე შევარდენი 1906 ძალებს საბურთალოსთან მოსინჯავს, ვისთანაც წლეულს უკვე მოასწრეს ერთი ამხანაგური შეხვედრის ჩატარება. მაშინ უმაღლეს ლიგელებმა  დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ახლად შეკრებილ იუნკერებთან.