საფებურთო კლუბი შევარდენი 1906 აგრძელებს ეროვნული ლიგა 2-ისთვის მზადებას და მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გეგმავს საფეხბურთო კლუბ თელავთან.
შეგახსენებთ რომ იუნკერებმა უკვე გამართეს ოთხი ამხანაგური შეხვედრა საიდანაც ორი წააგეს ხოლო ორი მოიგეს. პირველი ორი  შევედრა მარცხით  საბურთალო და საბურთალო 2 თან დასულდა ხოლო შემდგომ შევარდენმა ჯერ ირაოს მოუგო ანგარიშით 1-0, ოლო შემდგომ უკვე კარგად ნაცნობ რუსთავთან მოახერხა იგივე ანგარიშთ გამარჯვება.
თელავი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს თუმცა შევარდენთან საკმაოდ მოასწრო შეხვედრების ჩატარება, ასე რომ კახური კლუბი ნაცნობია იუნკერებისთვის.
შეხვედრა მარტყოფის სარაგბო მოედანზე 8 თებერვალს 14:00ზე დაიწყება. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება.