დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე17 ტურის შეხვედრები სადაც იუნკერებმა მეორე ადგილოსანი წყალტუბოს სამგურალი დაამარცხეს ანგარიშით 2-1. აღსანიშნავია რომ იუნკერები შეხვერის 24-ე წუთიდან 10 კაცით იყვნენ და მაინც შეძლეს მეტოქის დამარცხება.
იუნკერებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს და მეექვსე პოზიციაზე აინაცვლეს, მათ  კიდევ ორი შეხვედრა აქვთ გასამართი ხოლო კონკურენტ გუნდებს მხოლოდ თითო-თითო.
აქვე უნდა აღინიშნოს შევარდენის უბერებელი კაპიტნის დავით ოდიკაძის შესანიშნავი გამოსვლა ბოლო შეხვედრებში. მან უკანასკნელ სამ შეხვედრაში, ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
იუნკერები მორიგ შეხვედრას 4 დეკემბერს ზუგდიდში ადგილობრივ დინამოსთან გამართავენ.