დღეს დავით პეტრიაშილის სახელობის არენაზე Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის მორიგი გადადებული მატჩი გაიმართა. სადაც, ბოლოს წინა ადგილზე მყოფი შევარდენი 1906  და უმაღლეს ლიგაში ასვლისთვის მებრძოლი შუქურა დაუპირისპირდა ერთმანეთს. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა 26-ე წუთზე იუნკერების ფებურთელმა ჩიდი ოსუაგვუმ მძიმე ტრავმა მიიღო და შეხვედრის  ცოტა ხნით შეჩერებაც კი გახდა საჭირო.
შემდგო კი იუნკერებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაუშვეს ხელიდან. ფავორიტის სტატუსის მქონე შუქურას პირველი გოლი რაფიკ ამინუმ გაუტანა შეხვედრის 67-ე წუთზე რომელმაც გუნდის უბერებელი კაპიტნის დავით ოდიკაძის შესანიშნავი პასი შესანიშნავი დარტყმით გოლად აქცია, შემდგომ კი უკვე თვითონ კაპიტანმა აიღო ქობულეთელთა კარი საჯარიმო დარტყმით.
ამ გამარჯვებით, იუნკერებმა ორი პოზიციით აიწიეს სატურნირო ცხრილში ზევით და 1 ქულით გადაასწრეს ვიტ ჯორჯიას და ზუგდიდს, რომელთანაც კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა 4 დეკემბერს არის  ჩანიშნული.