დღეს,დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩვენმა კლუბმა 16-ე ტურის შეხვედრა გამართა დუშეთის „ არაგვთან“ და CRYSTALBET ეროვნულ ლიგა ორში კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. დუბლით თავი ამინუ რაფიქმა  და ზურაბ გოლუბიანმა გამოიჩინეს.გოლუბიანმა ორ გატანილ ბურთს ორი საგოლე პასიც შემატა და კარიერაში ერთერთი ყველაზე შედეგიანი და სანააობრივი შეხვედრა ჩაატარა. თითო გოლი და საგოლე პასი გააკეთეს   გიორგი ჯინიკაშვილმა და  ნიკა ქორიძემ,ასევე ერთი გოლი  ლუკა უღრელიძეს ანგარიშზეა. აღსანიშნავია რომ გოლუბიანმა,ჯინიკაშვილმა და უღრელიძემ თავისი სადებიუტო გოლები გაიტანეს. ასევე დებიუტი ქონდათ კლუბში მურად ისმაილზადეს და საბა ქომეთიანს.რაც შეეხება ნიკა მნათობიშვილს,ის 2 წლიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და კლუბს. ასევე განაცხადში პირველად მოხვდნენ ცხრამეტ წლამდე გუნდის ფეხბურთელები : ლუკა ლაბარტყავა, საბა ტყეშელაშვილი, ლაშა-გიორგი ორდენიძე. ასევე შეუცვლელად,90 წუთი გაატარა მოედანზე გუნდის უბერებელმა კაპიტანმა დავით ოდიკაძემ,რომელმაც შეხვედრის 87-ე წუთზე თავი საგოლე პასით გამოიჩინა .