პაატა მეტრეველის გაწვრთნილმა “შევარდენმა” სანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენება კარგად გამოიყენა და სომხეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ  “სევანთან” ამხანაგური მატჩი ითამაშა.

შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო,  თამაზ ბაბუნაძემ 24-ე წამზე მელნიჩენკოს კარის ბადე შეარხია და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, “იუნკერებმა”  რადენიმე მომენტი შეექმნეს, თუმცა მეტოქე გუნდის მეკარე შესანიშნავად მოქმედებდა და რამდენჯერმე   საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლისგან იხსნა.

მატჩის  მე-15  წუთზე, მთავარმა არბიტრმა  ნადირაძის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად გუნდის კაპიტანმა, არმენ დურუნტსმა გოლად გარდასახა. გატანილი გოლის შემდეგ, სომხურმა კლუბმა შეტევები გააძლიერა და მეორე გოლიც გაიტანა – 1-2.

მეორე ნახევარში, პაატა მეტრეველმა ცვლილებებით დაიწყო და გუნდიც ათამაშდა. სტუმრების კარში, რამდენიმე შესანიშნავი დარტყმული, რომელიც გიორგი ქურდაძეს ეკუთვნოდა,  მეკარემ აიღო. შანსი მიეცა ელგუჯა ჯანგველაძესაც, რომელმაც შესანიშნავად დაარტყა, თუმცა მეკარე კვლავ იდეალურად თამაშობდა და გოლის გატანის საშუალება “შევარდენის” ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მისცა. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გვასალიამ კი, შეხვედრა შემოატრიალა. მან  “სევანს” ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ამხანაგური შეხვედრა, საბოლოოდ, “შევარდენის” გამარჯვებით, ანგარიშით – 3-2 დასრულდა.

ეროვნული ლიგა 2-ის, მორიგ შეხვედრას “შევარდენი”, 18 ოქტომბერს, თბილისში, “პეტრო არენაზე” გამართავს.

30-ე ტურის შეხვედრაში “იუნკერები”, გათამაშების ცხრილის მეორე ადგილოსანს, “სამტრედიას” უმასპინძლებენ.