იუნკერები სომხეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს დაუპირისპირდებიან.

პაატა მეტრეველის გაწვრთნილი გუნდი, ხვალ მუხიანის სპორტულ კომპლექსში სომხეთის პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბ “სევანს” შეხვდება. “სევანს” ჩატარებულ 10 მატჩში  18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. თავის მხრივ, შევარდენი  ჩატარებულ 29 მატჩში 48 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და მესამე ადგილოსან თელავს მხოლოდ ურთიერთშეხვედრებით  ჩამორჩება.შეხვედრა მუხიანის სპორტულ კომპლექსში, ხვალ 19:00 ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენს Facebook გვერდზე იხილავთ.