ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში “შევარდენმა”, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, “ზუგდიდს” უმასპინძლა და ანგარიშით, – 1-5 დამარცხა

ანგარიში 23-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ გახსნა, მასპინძლები 32-ე წუთამდე იგებდნენ. დაცვის ცუდი თამაშით ხუნჯგურიამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

39-ე წუთზე “იუნკერებისთვის” ცუდი ფაქტი მოხდა, ცენტრალურმა მცველმა ლომაშვილმა ლავიწის ძვალი გაიტეხა და რეანომობილით საავადმყოფოში გადაყვანილი იქნა. ამ ფაქტმა სერიოზული გავლენა იქონია, “შევარდენი” დაცვაში დასუსტდა, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ნადირაძის კარი კიდევ ოთხჯერ აიღეს.

ამ წაგებით “შევარდენმა” გათმაშების ცხრილში  მესამე პოზიცია დაკარგა. მიუხედავად თანაბარი ქულებისა, ურთიერთშეხვედრების ბალანსით, საპლეიოფო ადგილზე “თელავი” გადავიდა.

“შევარდენი” მორიგ შეხვედრას, 23 სექტემბერს, სტუმრად, “გურიას” წინააღმდეგ გამართავს.