ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის შეხვედრა “შევარდენმა”, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ცუდად დაიწყო, მაგრამ  პირველი ტაიმის შემდეგ,  თამაშის მოტრიალება და ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება შეძლო.

“შევარდენი 1906” ამ მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს და “თელავს” 3 ქულით გადაასწრებს. ხოლო, მეორე ადგილოსან “სამტრედიასთან”  8 ქულა იქნება ჩამორჩენა. პირველ ადგილოსან “მერანთან” კი სხვაობა 16 ქულაა.

“იუნკრები” მორიგი ტურის შეხვედრას, 16 სექტემბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, “ზუგდიდის” წინააღმდეგ გამართავენ.