ეროვნული ლიგის 32 ტურში “იუნკერები ”  მერანს  ესტუმრნენ. შეხვედრა მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა. მატჩის პირველი გოლი 27 წუთზე რინარ ვალეევის გადაცემას მოყვა , რომელიც გოგიტა გოგატიშვილმა მარტვილელთა კარში გაიტანა.  მალევე  34 წუთზე ამეტ დუგუმ  კიჭი მელიავას საგოლე პასით ანგარიში გაათანაბრა . 39-ე წუთზე სილას სატურნინიომ და ვანო კურდღელაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღეს . პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა . შეხვედრის მეორე ნახევარში გელა სანაიამ ჯიქია, ენუქიძე და სალუქვაძე ჩართო თამაშში . მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა ფრედ დასრულდა .

შევარდენი 1906: ნადირაძე, ლომაშვილი, კვახაძე, ჯიშკარიანი, ნარიმანიძე, ჩიკვაიძე,სატურნინოო,  პაიმი,ვალეევი, ქანთარია ,გოგატიშვილი.

შემდეგ მატჩს შევარდენი 22 ნოემბერს თელავის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება.