მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია

კლუბის ისტორია და მიღწევები

  • ს.კ. “შევარდენი – 1906” 1906 წელს დაარსდა და საქართველოს ყველაზე ასაკოვანი კლუბია.
  • 1992 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და უეფას თასზე გავიდა, მაგრამ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ევროსარბიელზე ასპარეზობა ვერ შეძლო.
  • ფინანსური პრობლემების გამო “შევარდენი – 1906” 1996 წელს დაიშალა და მხოლოდ იურიდიულ სუბიექტად დარჩა .
  • 20 წლიანი პაუზის შემდეგ კლუბი ძველი ხელმძღვანელობისგან მე და ჩემმა პარტნიორებმა გადმოვიფორმეთ და საქართველოს რანგით მესამე დივიზიონში დავარეგისტრირეთ.
  • კლუბის ქართულ ფეხბურთში დაბრუნებამ როგორც მასმედიის, ასევე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის დიდი აღტაცება გამოიწვია.
  • ჩვენმა გუნდმა მოკლე დროში მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რაც ასევე უდიდესი წარმატება იყო ,თუმცა შემადგენლობიდან და გუნდის სამუშაო პროცესიდან გამომდინარე ეს სულაც არ იყო გასაკვირი. ჩვენს გუნდში თამაშობდენ საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ფეხბურთელები.
  • კლუბს გამარჯვება ოფიციალურად მიულოცა საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბუნდესლიგის გუნდების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
  • აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს 2015-2016 წლის საუკეთესო გოლად “შევარდენი-1906”- ის ფეხბურთელის – ნიკა მაისურაძის გატანილი შედევრი დასახელდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაში დაბალ დივიზიონში მოთამაშე კლუბის ფეხბურთელმა პირველად გაიმარჯვა. წლის შემაჯამებელ ოფიციალურ საზეიმო დაჯილდოებაზე ჩვენი გუნდის წარმატებას ხაზი სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმაც გაუსვა.

2016 წლის გარდამაველი ჩემპიონატი პირველ ადგილზე დავასრულეთ , ჩემპიონები გავხდით და ლიგა 3 – ის საგზური მოვიპოვეთ .

2017 წელი ‘’შევარდენისთვის’’ ასევე წარმატებით დაიწყო .

ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე მონაწილე საქართველოს ნაკრებში ‘’შევარდენიდან’’ გამოიძახეს ახალგაზრდა მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი , რომელმაც ახალგაზრდული ნაკრების კარი ყველა მატჩში დაიცვა და საკმაოდ წარმატებულადაც . სწორედ ‘’შევარდენში’’ თამაშის პერიოდში მიღწეული პროგრესის შედეგად მოხვდა ის ევროპელი სკაუტების თვალთახედვის არეალში და შედეგმაც არ დააყოვნა : ჩოჩიშვილმა კონტრაქტი პრაღის ‘’სლავიასთან’ გააფორმა .

საკმაოდ დაძაბულ და რთულ ჩემპიონატში, სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 4 ქულიანი ჰანდიკაპით გუნდი პირველ ადგილზე იმყოფებოდა.

2017 წელი „შევარდენი-1906“ წარმატებით დასრულდა და ლიგა-2 ის საგზური მოიპოვა.